6 ივნისი, 2017 14:49
იტალიური სკოლა ,,ცისკარის” მოსწავლეები გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს კიკვიძის პარკში აღნიშნავენ
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 1972 წელს დაარსდა, გაეროს გენერალური ასამბლეის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის 2017 წლის პრიორიტეტია ,,ადამიანების გაერთიანება ბუნებასთან“.
იუნესკოს ასოცირებულ სკოლათა წევრი იტალიური სკოლა ,,ცისკარი“, შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას. ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო, სხვადასხვა ტიპის გასვლითი გაკვეთილები ბუნებაში, სკოლის უახლოეს ტერიტორიაზე მდებარე კიკვიძის პარკში.
გასვლით გაკვეთილებს მეტი შემეცნებითი დატვირთვა გააჩნია. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში თავს ბუნების გარემოში გრძნობდნენ.