GE
5 მარტი, 2018 14:17

იტალიური სკოლა “ცისკარის” მოსწავლეთა დელეგაცია იტალიაში გაემგზავრა

სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში, იტალიური სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია უკვე მეოცე წელია იტალიაში მიემგზავრება, წელსაც 3 მარტს, იტალიური ენის პედაგოგთან, მაია ბუხნიკაშვილთან ერთად, სკოლის მოსწავლეები იტალიაში გაემგზავრნენ.

სკოლის ინფორმაციით, ქართველი ბავშვები სასწავლო პრაქტიკას ქ. ვერბანიის რანცონის სახელობის და ქ. ბორგომანეროს პიერო გობეტის სკოლებში გაივლიან. სასწავლო-გაცვლითი პროექტის, კულტურული პროგრამის ფარგლებში, ქართველ მოსწავლეებს იტალიელ თანატოლებთან ერთად მრავალი საინტერესო ღონისძიება ელოდებათ: ექსკურსიები, ისტორიული ძეგლების დათვალიერება, გასართობი კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და სხვ..

Aris.ge - განათლება განათლება