იტალიური სკოლის მოსწავლეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობის სასწავლო-საჩვენებელ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა
იტალიური სკოლის მოსწავლეები, დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ ინიცირებული პროექტის ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის“ ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობების სასწავლო-საჩვენებელ წვრთნებში მონაწილეობენ.
მოსწავლეებს, ვაკის სპორტულ მანეჟში უმასპინძლა მეკლდეურთა ფედერაციამ. მოსწავლეებმა კლდეზე ცოცვაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა. ბევრმა მათგანმა დაიპყრო ხელოვნური კლდის მწვერვალი.
იტალიური სკოლის მოსწავლეები ასევე ეწვივნენ დიდუბის სარაგბო სტადიონს და გაეცნენ რაგბის წესებს. რაგბი არამარტო მარტო ცხოვრების ჯანსაღ სტილს უწყობს ხელს, არამედ ასწავლის ბავშვებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა გუნდური სულისკვეთება, დისციპლინა, სხვების პატივისცემა.
დიდუბის რაიონის გამგეობამ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მოსწავლეები და მათი პედაგოგები სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.
-
იტალიური სკოლია “ცისკარის” პედაგოგი ჟურნალის “მასწავლებელი” საიუბილეო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
იტალიური სკოლა “ცისკარი” ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
სკოლა “ცისკარის” დაწყებითი განათლების კათედრამ დედამიწის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი კვირეული მიუძღვნა by იტალიური სკოლა ცისკარი