26 აპრილი, 2017 13:42
კერძო სკოლა “ჰამილტონში” ღია კარის დღე იმართება
კერძო სკოლა “ჰამილტონი” აცხადებს I-VII კლასების მოსწავლეთა მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის. სკოლა მშობლებსა და ბავშვებს იწვევს შაბათს ღია კარის დღეზე, რომელიც იწყება 12:00 საათზე. ხოლო 13:30-ზე სკოლა “ჰამილტონში” იმართება სკოლამდელი აღზრდის პროგრამის ღია კარის დღე.
“ჰამილტონი” 2016 წელს შეიქმნა და მიზნად დაისახა მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მომზადება რეალური ცხოვრებისთვის, რაშიც ჩვენ ვგულისხმობთ: კონკურენტულ ცოდნას, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას. მიზნის უცილობელ მიღწევას უზრუნველყოფს პროფესიული მართვა, შერჩეული პედაგოგიური გუნდის მაღალი კვალიფიკაცია და ბევრი შემეცნებითი პროექტი, რომელიც კეთილგანწყობილ და სახალისო გარემოში ხორციელდება.
-
სკოლა “ჰამილტონის” პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონში” სასწავლო წლის ბოლო დღეს წლის საუკეთესო მოსწავლეები გამოვლინდნენ by სკოლა ჰამილტონი
-
სკოლა “ჰამილტონის” პირველკლასელებს სტუმრად საბავშვო მწერალი დიანა ანფიმიადი ეწვია by სკოლა ჰამილტონი