„კლასში პანკი ბიჭი გადმოვიდა“ – თელავის სკოლის მოსწავლეთა ანიმაცია, რომელიც ტოლერანტობის პრინციპების დაცვას ასწავლის
ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, თელავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბის მხარდაჭერით ანიმაცია შექმნეს, რომელიც პანკი მოსწავლისა და მისი თანაკლასელის გაცნობის ამბავს მოგვითხრობს, საზოგადოებისთვის კი ასეთ მესიჯს გზავნის: „იყავი ის ცვლილება, რომლის დანახვაც შენ გსურს სამყაროში“.
თელავის მე-4 სკოლა მოსწავლეების მიერ შექმნილ ანიმაციას საკუთარ გვერდზე 17 ნოემბერს აზიარებს და წერს:
„დღეს საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვა უნივერსალურ პასუხისმგებლობას აკისრებს არამარტო ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს“.
როგორც სკოლის განცხადებაშია ნათქვამი, ანიმაციის შექმნაში მოსწავლეებს პედაგოგები: ეკატერინე გოგიტელაშვილი და მარიამ ოთარაშვილი დაეხმარნენ.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები