GE
13 თებერვალი, 2019 12:51

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მიიღეს

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ოქროს მედალოსანი, წრის ხელმძღვანელი და შაბათის სკოლის მასწავლებელი, გიორგი არსენაძე ფიზიკის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (New York University) სრული დაფინანსებით მიიღეს

გიორგი მიღების წერილებს სხვა უნივერსიტეტებიდანაც ელოდება, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელებს სწავლას. მან ცოტა ხნის წინ GRE-ს გამოცდებზე მაქსიმალური 990 ქულა მიიღო, ის აგრეთვე გახლავთ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საუკეთესო უნივერსიტეტებში მოსახვედრად.

გიორგი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ორგზის პირველადგილოსანია; აქვს მიღებული ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე; აქვს მიღებული საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ საპატიო სიგელი ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე; აქვს მონაწილეობა მიღებული არაერთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლასა და კონფერენციაში: ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია (ICPS); საზაფხულო სკოლა ბირთვულ ფიზიკაში, ქალაქ ერიჩეში; კვლევის სტაჟირება Ludwig Maximilian უნივერსიტეტში და საზაფხულო სკოლა თეორიულ ფიზიკაში, ერევანში.

კომაროვის სკოლა ულოცავს გიორგის და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება