GE
14 იანვარი, 2026 16:56

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება

მიმდინარე წლის 19 იანვარს, კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართება.

სკოლის მიერ 14 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, STEM ოლიმპიადას ონლაინ ტური წელს პირველად დაემატა.

„2025–2026 სასწავლო წელს, კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივმა STEM ოლიმპიადამ უპრეცედენტო ინტერესი გამოიწვია. ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 160-ზე მეტმა სკოლამ გამოთქვა, ხოლო მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა.

კონკურენტული გარემო განაპირობებს ცოდნის ხარისხის ზრდას და ამდიდრებს პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც ნამდვილ უპირატესობას ქმნის. სწორედ ამიტომ, წელს პირველად, STEM ოლიმპიადას ონლაინ ტური დაემატა“, – აცხადებენ კომაროვის სკოლაში.

ოლიმპიადის სტრუქტურა ასეთია:

  • ონლაინ ტურში საუკეთესეო შედეგების მქონე მონაწილე სკოლების 50% გადავა I ტურში.
  • I ტურში, მიღებული ქულების საფუძველზე, გამოვლინდება 10 საუკეთესო სკოლა.
  • ფინალურ ტურში (II) კი განისაზღვრება ოლიმპიადის გამარჯვებულები.

ოლიმპიადის ტურამდე, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელებს, მიეღოთ კონსულტაციები საოლიმპიადო ამოცანების სტრუქტურაზე და გაეცნოთ მათი ამოხსნის ეფექტური მეთოდები.

STEM ოლიმპიადის საორგანიზაციო გუნდი გისურვებთ წარმატებას!

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-პანსიონი კომაროვი