კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
კომაროვის სკოლაში, 2023–2024 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის მიერ 22 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023-2024 წლის კურსდამთავრებულებიდან, 52 ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 29 წარჩინებულს ვერცხლის მედალი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სკოლისთვის კომაროველების წარმატებული კარიერა და სამომავლო მიღწევები განსაკუთრებულად სასიხარულოა.
„კომაროვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი კურსდამთავრებულებია.
სკოლა მოსწავლეებს მრავალმხრივ საინტერესო სასწავლო პროცესსა და ხარისხიან სასკოლო განათლებას სთავაზობს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებასა და შემეცნებით მოტივაციაზე დადებითად აისახება.
სკოლა აქტიურად ავითარებს ალუმნების ქსელს, ამყარებს თაობებს შორის კავშირს და ქმნის სივრცეს გამოცდილების გაზიარებისათვის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კურსდამთავრებულები სკოლის ერთგულ მხარდამჭერებად რჩებიან და კომაროვის საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ“, – აცხადებენ კომაროვის სკოლაში.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლაში შიდა სასკოლო ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა