კომაროვის სკოლის მოსწავლე სოფო ბრეგაძე მრავალი ჯილდოს ფლობელია
კომაროვის სკოლის რუბრიკის “მოსწავლის პროფილი”-ს სტუმარი ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს სოფო ბრეგაძეა.
სოფო: 2016 წლის ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე პირველი ადგილის მფლობელია, ასევე 2015 წლის ფიზიკის და ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადებზე მე-3 ადგილის მფლობელია.
2016 და 2017 წლებში ევროპის გოგონების მათემატიკის ოლიმპიადის, EGMO-ს ბრინჯაოს მედალოსანია.
2017 წლის გერმანიის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის, GYPT-ის პირველი ადგილის მფლობელია.
2017 წლის First Global Robotics Challenge-ის გუნდური ჩემპიონატის მე-14 ადგილის მფლობელია (163 გუნდიდან).
განსაკუთრებით დაინტერესებულია ფიზიკით და ასტროფიზიკით.
ორი საინტერესო ჰობით არის გატაცებული: ლათინო-ამერიკული ცეკვების ცეკვა და მხატვრული (და არამხატვრული) ლიტერატურის კითხვა.
ამბობს, რომ სამყაროს შემეცნება ძალიან იზიდავს და ამ გზაზე მაღალი დონის ევროპული განათლების მიღებას გეგმავს.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს სოფოს.