GE
16 აპრილი, 2019 11:29

კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატებები ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს ნაკრების სახელით მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლის მედალი და წამახალისებელი დიპლომი მოიპოვეს! საქართველოს ნაკრებმა კი ევროპის გუნდებს შორის მე-8 ადგილი დაიკავა!

7-13 აპრილს, კიევში მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მე-8 მათემატიკური ოლიმპიადა გაიმართა, სადაც ევროპის 36 და აშშ-ს, კანადის, ბრაზილიის, მექსიკის, ავსტრალიის, იაპონიის, ინდოეთის, ისრაელის, და სხვა, სულ 50 ქვეყნის გუნდის 196 მოსწავლე გოგონა მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ იღებდა მონაწილეობას ამ ოლიმპიადაზე. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს. ინდივიდუალურ შეჯიბრში ანა ონოფრიშვილმა ოქროს, თამარ კორკოტაშვილმა და მარიამ ივარდავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ქეთი სულამანიძე წამახალისებებლი დიპლომით დაჯილდოვდა.

აგრეთვე სასიხარულოა, რომ ოლიმპიადის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2021 წელს მე-10 ოლიმპიადა ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება