27 თებერვალი, 2024 13:16
კოსმეტიკით სავსე ქეისი და კმაყოფილი მოსწავლეები
თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასში გოგონებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა – პროფესიით ვიზაჟისტმა, მოსწავლის მშობელმა თეონა გიორგაძემ, კლასში კოსმეტიკით სავსე ქეისი მოიტანა, პატარებს საახალწლო მეიქაფის გაკეთება ასწავლა, გოგონებს მსუბუქი მაკიაჟი გაუკეთა და ისინი კიდევ უფრო გაალამაზა.
პატარები დიდი ინტერესით უსმენდნენ მშობელს და თემის ირგვლივ არსებულ, საინტერესო შეკითხვებს უსვამდნენ, თან მაკიაჟის გაკეთების მსვლელობას უყურებდნენ და გულმოდგინედ იმახსოვრებდნენ.
-
„არ მინდა მეცადინეობა“ – რა იმალება ბავშვის უარის მიღმა? by სკოლების ამბები
-
ზამთარი და ფორმები – „ძალიან თხელია, ამ სისქის შარვალს ზაფხულში ან შემოდგომაზე ვაცმევთ ბავშვებს“ by სკოლების ამბები
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



