კვიცი სახელად „დოჰა“ – ბაქსვუდის სკოლას ახალი ბინადარი ჰყავს
ბაქსვუდის სკოლის წყნეთის ფილიალს ახალი ბინადარი ჰყავს, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ. როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს სკოლაში უთხრეს ის არაბული ჯიშის 5 თვის კვიცია – სახელად „დოჰა“.
სკოლაში გვიყვებიან, რომ დოჰას გარდა სკოლის თავლაში კიდევ 8 ცხენი ცხოვრობს: დორა, ჰანი, ბაქაი, აპაჩი, ვასკო, ლაქი, ელი და კინტო. რადგან დოჰა ჯერ მხოლოდ კვიცია და სხვა თავლაში მცხოვრები ცხენებისგან განსხვავებით, ზომით პატარაა, ამიტომ ბავშვები განსაკუთრებით ზრუნავენ მასზე.
„ცხენებს ჰყავთ ვეტერინარი და ყოველდღიურად თივით, შვრიით, ქერითა და ქატოთი იკვებებიან. ხოლო ისეთი დესერტების მირთმევის პროცესში, როგორიცაა სტაფილო, ვაშლი, კიტრი, შეუცვლელი მარილი, ბავშვები თავად ერთვებიან “- განგვიცხადეს სკოლაში.
როგორც გავარკვიეთ ცხენების მოყვანისა და დაბინავების იდეა სკოლის დამფუძნებელს ეკუთვნის.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი



