26 ივნისი, 2024 12:07
„ლამაზი ბავშვობა არ მთავრდება” – ქუთაისელმა მოსწავლეებმა პირველ პედაგოგს სიმღერა მიუძღვნეს (+ვიდეო)
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები თავიანთ პირველ მასწავლებელს, თეა იობიძეს ჩვეული სითბოთი დაემშვიდობნენ. მათ საყვარელ პედაგოგსა და დამრიგებელს სიმღერა მიუძღვნეს, რომელზეც ახლა მთელი სკოლა საუბრობს. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უთხრეს და სიმღერის შესახებ დეტალები გაგვიმხილეს.
იხილეთ ვიდეო
“ეს მუსიკა კომპოზიტორმა ნუკრი კარკაძემ დაწერა, პედაგოგმა ნინო არობელიძემ პატარებს ასწავლა და ხმებში გაშალა. ბავშვებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ. ულამაზესი მუსიკალური ნომერი გამოვიდა, ჩვენს სკოლაში ერთგვარი ტრადიციაც არის, რომ მოსწავლეები პედაგოგებს ასეთი სიყვარულითა და პატივისცემით დაემშვიდობნონ”, – მოგვითხრეს სკოლაში.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები