GE
13 ოქტომბერი, 2022 14:23

მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის საფლავთან ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-8 ბ კლასის მოსწავლეებმა, რომელთა კლასის ხელმძღვანელიც მაყვალა ანთაძეა, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, გოდერძი ჩოხელის საფლავთან, ლიტერატურული კომპოზიცია, „ლექსად ნათქვამი სევდა“ წარმოადგინეს.

ბავშვებმა პატივი მიაგეს მწერლისა და პოეტის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მოკრძალებული სამარე, შემდეგ კი მოილოცეს სამთავროს დედათა მონასტერი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

მოსწავლეებთან ერთად სამთავროში იმყოფებოდნენ: ლიტერატურული კომპოზიციის ავტორი, გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – მაყვალა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი – რუსუდან რევაზიშვილი, ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი – ნანა ანთაძე და საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი – ნინო ცეცხლაძე.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში