14 ნოემბერი, 2018 15:59
“ლოგოსს” თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე ესტუმრა
საერთაშორისო აკადემია “ლოგოსს” თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე ესტუმრა. უფროსკლასელებთან შეხვედრისას სტუმარი თეატრის ისტორიასთან, რეჟისურასთან, მსახიობობასთან, თეატრალურ მხატვრობასა და მუსიკასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო თემას შეეხო.
როგორც ყოველთვის, ნიკა წულუკიძე სერიოზულ საუბარს ხუმრობასა და ღიმილსაც ურევდა და სიამოვნებით პასუხობდა მოსწავლეთა კითხვებს. ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თანამედროვე თეატრითა და იმ სპექტაკლებით, რომელთა ნახვაც მათ სტუმარმა შესთავაზა.
ლოგოსელებმა სიამოვნებით მიიღეს ბატონი ტელეწამყვანის წინადადება სპექტაკლებზე დასწრებისა და შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად მათ განხილვა-შეფასების თაობაზე.
-
“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი” მოსწავლეების მიღებას აცხადებს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
ქიმიის გაკვეთილები სკოლის ეზოში – სკოლა “ლოგოსის” პედაგოგებმა გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეები სათავისოდ გამოიყენეს by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
-
27 მარტს ლოგოსში ღია კარის დღე გაიმართება by საერთაშორისო აკადემია ლოგოსი



