მაარიფის სკოლა ულოცავს პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას
დღევანდელი დღე მინდა პატარა თხზულებით დავიწყო, რომელიც ბატონ შალვა ამონაშვილს ეკუთვნის.
– ,,გამარჯობა გაკვეთილო“
– გაკვეთილო, სად იბადები და სად ცხოვრობ შენ?
– საკლასო ოთახში?
მაგრამ როგორ შეიძლება იცხოვრო მარტომ? ჩემს გარეშე როგორ იარსებებ? მე უნდა მოგიფიქრო, დაგგეგმო, შემდეგ კი განგასახიერო. გამოდის,რომ შენ ჩემს წარმოდგენაში, ჩემს გულში ცხოვრობ.
მაგრამ როგორ შეგიძლია ჩემს გულში ოცხოვრო? ვინ გამოგიგონებდა შენ, ბავშვები რომ არ არსებობდნენ? განა რა საჭირო იქნებოდი ადამიანები თავიდანვე დიდებად რომ იბადებოდნენ. უკვე ჭკვიანები, მოლაპარაკენი, კითხვა–წერისა და თვლა–ანგარიშის მცოდნენი?
შენ არ შეგიძლია იარსებო ბავშვების, მოსწავლეების გარეშე. ამრიგად, გამოდის რომ შენ მოსწავლეებში ცხოვრობ. თუმცა ბავშვები გაკვეთილებს სწავლობენ,მაგრამ მასწავლებლის გარეშე შენი კვალიც არ იქნება… მაგრამ ისევ რაღაც გაუგებრობა გამოდის.
– იცი, როგორც იქნა მივაგენი შენს სახლს.. შენ ჩვენს საკლასო ოთახში ცხოვრობ, მაგრამ მაშინაც კი არა ,როცა აქ არავინ არის, არამედ , ცხოვრებას მაშინ იწყებ, როცა მე და ჩემი მოსწავლეები შევავსებთ კლასს. ისინი მერხებს მიუსხდებიან, მე დაფასთან დავდგები და შენ დაიწყებ დაბადებასა და ცხოვრებას. შენ ჩვენს თავზე ზღაპრული პეპელასავით დაფრინავ, ჩვენ ვცდილობთ ყურადღებით დაგათვალიეროთ, შეგისწავლოთ, ჩაგხატოთ, დაგიხსომოთ. 35 წუთის შემდეგ შენ დაიმალები, რომ მალე ისევ სხვანაირად გამოწყობილი დაგვიბრუნდე.
შენ ჩვენთან მომავლიდან მოფრინავ, იმ მომავლიდან რომელიც ჩემი პირველკლასელების კუთვნილება გახდება. შენ ამ მომავლიდან ხარ ჩვენთან გამოგზავნილი, რომ დამეხმარო მე, ჩემი 18 გოგონასა და 11 ბიჭუნასაგან ღირსეული ადამიანები ავღზარდო.
– შენ ხარ გაკვეთილი! მაგრამ რა ხარ შენ ჩვენთვის?
შენ გაზაფხულის ხალისიანი, ჟუჟუნა წვიმა ხარ, თბილი, ალერსიანი და გვეხმარები, რომ გავიფურჩქნოთ, როგორც იფურჩქნება ყვავილის კოკორი. შენ კაცობრიობის მომავალს რწყავ, ადამიანებს მომავლის იმედს უნერგავ. გმირობისათვის შთააგონებ. ჩემი მოსწავლეები სულ უფრო და უფრო უღრმავდებიან ცხოვრებას, ცოდნას, მეგობრობას.
მე, მასწავლებელი თაყვანს გცემ გაკვეთილო! თაყვანს ვცემ შენს სიძლიერესა და დიდსულოვნებას, შენს გულს, რომელიც ბავშვებზე ზრუნვითაა სავსე, შენს სწრაფვას მომავლისაკენ. თაყვანს გცემ და მადლობას გიხდი, რომ მეხმარები, რომ ჩემს სამშობლოს ღირსეული შვილები გავუზარდო და ამასთან, პედაგოგიური ცხოვრების ბედნიერებას მანიჭებ.
მინდა, რომ ვარდისფერი მარმარილოსაგან შენი ქანდაკება გამოვძერწო, მაგრამ როგორ გამოგსახო შენ – უხილავი ჯადოქარი? იქნებ მარმარილოს ქანდაკებაზე ოქროს ასოებით ამოვკვეთო ცეცხლოვანი მოწოდება, არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ ყველას მიმართ: ,,გახდი ადამიანი“
შენს ძეგლს სკოლის წინ დავდგამ, რომ ყოველ დილით, როცა გვერდით ჩავუვლი, შევჩერდე შენს წინ, თავი დაგიკრა და გითხრა:
– ,, გამარჯობა გაკვეთილო! შენი დრო, ყოველი წუთი ახალი ცხოვრების საწყისია! ამიტომ მოვიჩქარი შენსკენ!!!
ჩემო პირველკლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და მეორე კლასში გადასვლას! მადლობას გიხდით ლამაზი ერთი წლისთვის!
თამუნა მასწავლებელი