გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში ტრადიციულად აღინიშნა „ესპანური დღეები” – ღონისძიება, რომელიც მოსწავლეებს ესპანური ენისა და კულტურის მრავალფეროვან სამყაროს აცნობს.
გიმნაზიის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დღის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესპანეთის ისტორია, კულტურა და ტრადიციები, ხოლო სხვადასხვა აქტივობის საშუალებით დამსწრეებს ქვეყნის უნიკალური მემკვიდრეობა გააცნეს.
ტრადიციულმა ესპანურმა სამოსმა, მუსიკამ, ცეკვამ და მოსწავლეთა შემოქმედებითმა წარმოდგენებმა სკოლაში განსაკუთრებული, ფერადი და სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა.
„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ენობრივი ცოდნის გაღრმავებას, სხვადასხვა კულტურის უკეთ გაცნობასა და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და მასწავლებელს, რომლებმაც ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეს“, – აცხადებენ AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS