როგორ გააგზავნოს მოსწავლემ შესრულებული დავალება ელექტრონულ ჟურნალში – ვიდეოინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გააგზავნონ შესრულებული დავალება ელექტრონულ ჟურნალში.
EMIS-ის ცნობით, მოსწავლე, ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაციის გავლის შემდეგ, უნდა შევიდეს მოდულში, სახელწოდებით „დავალებები“, სადაც ჩანს ყველა საგანი, რომელსაც სწავლობს.
„გადავდივართ კონკრეტულ საგანზე, სადაც გამოგვიჩნდება პედაგოგის მიერ გამოგზავნილი დავალება, რომელსაც მინიჭებული აქვს ჩაბარების ვადა. ასევე გვაქვს დათვალიერების ღილაკი, სადაც დეტალურად ჩანს დავალების შინაარსი. დავალების გადაგზავნა შეგვიძლია ღილაკით „ნაშრომი“. გამოდის ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ტექსტის შეტანა და ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტვირთოთ ფაილი და შემდეგ ვაწვებით ღილაკს „შენახვა“, – ნათქვამია EMIS-ის 1-ელი ივნისის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი