26 მაისი, 2026 11:59
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალისტები გახდნენ.
გიმნაზიის მიერ 24 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფინალში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები:
- FOGGY BAG – მარიამ ომიაძე, ბარბარე კბილაშვილი, თეკლა მესხი, მარიამ ზაქაშვილი;
- GREEN PAY – ლიზი კბილაშვილი, ანასტასია ჯღარკავა, ილია წიკლაური, ლუკა ფერიშვილი;
- VENTERA – ანასტასია მიქაძე, სალომე ირემაძე, მარიამ ჩხეიძე, კესარია ჭიჭინაძე;
- NEW WAVE – მარიამ გეგუჩაძე, ირაკლი ცაგარეიშვილი, ნინი ოქრაძე, მარიამ ჭკუასელი, გიორგი ჩიკვილაძე. მენტორი: მარიამ ბოლქვაძე.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ინოვაციურ იდეებს, შრომისმოყვარეობასა და გუნდურ თანამშრომლობას საზღვრები არ აქვს. მათ წინ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეტაპი და ახალი შესაძლებლობები ელოდებათ.
ვულოცავთ ჩვენს გუნდებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებას ფინალში! ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“, – აცხადებენ AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS