18 მარტი, 2024 10:15
მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ფოტო)
17 მარტს ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ნოვრუზ ბაირამის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საზეიმო ღონისძიებაზე სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კლასის კუთხეები, შეასრულეს ტრადიციული აზერბაიჯანული სიმღერები და ცეკვები.
სკოლის მიერ 18 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სპეციალურმა ჟიურიმ, შეარჩია “ბაჰარ კიზი” – მის გაზაფხული 2024.
ფოტო
“სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ულოცავს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს!”- ვკითხულობთ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის აზერბაიჯანული თემისადმი მილოცვის წერილში.
-
„არ მინდა მეცადინეობა“ – რა იმალება ბავშვის უარის მიღმა? by სკოლების ამბები
-
ზამთარი და ფორმები – „ძალიან თხელია, ამ სისქის შარვალს ზაფხულში ან შემოდგომაზე ვაცმევთ ბავშვებს“ by სკოლების ამბები
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



