„მასწავლებელო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება“ – დაუვიწყარი საკლასო ამბავი ქუთაისიდან (ვიდეო)
„ამ დღეს ყველა პედაგოგი ისე ღელავს, როგორც სკოლის დაწყების პირველ დღეს”, – გამოიცანით, რა დღეზე შეიძლება საუბრობდეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, თეონა ჩიხლაძე.
პედაგოგებს პასუხი არ შეეშლებათ.
ეს გამორჩეული დღე სწორედ ის დღეა, როცა მასწავლებელი დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში ბრუნდება და პირველი გაკვეთილი აქვს.
იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი, EDU.ARIS.GE-ს 28 იანვარს ესაუბრა.
თეონამ საკუთარი განცდები გაგვანდო, რაც ამ დღეს დაეუფლა და პატარების მიერ გადაღებული გულთბილი ვიდეოც გაგვიზიარა.
„დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებისას ისე ვღელავდი, როგორც სკოლის დაწყების პირველ დღეს. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ახალ კლასში მიწევდა შესვლა. მიუხედავად დისტანციური ურთიერთობისა, სულ მაფიქრებდა თუ რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, ხომ არ გადამეჩვივნენ, ან სულაც, როგორ ავუწყობდი ფეხს ახალ გამოწვევებს.
შიში არ გამართლდა და მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა, ხელში ჩაწყობილი უამრავი ტკბილეულის კვალდაკვალ, ყველაზე დადებითი სულში ჩაღვრილი სიყვარული იყო, რომლის მარცვალიც მანამდე ჩავდე მათ გულებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე აღმოჩნდა“, – მოგვითხრო მასწავლებელმა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები