GE
4 დეკემბერი, 2023 11:47

„მე რომ მასწავლებელი ვიყო…“ – 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დამაფიქრებელი გამოკითხვის შედეგები (+ვიდეო)

„მასწავლებლის საქმიანობის საუკეთესო შემფასებლები მოსწავლეები არიან“, – ამ ფრაზას თავად პედაგოგებისგანაც ხშირად მოისმენთ.

საინტერესოა, როგორი მასწავლებლები იქნებოდნენ მათი მოსწავლეები. რას შეცვლიდნენ და რას გააუმჯობესებდნენ თავიანთ პროფესიულ ცხოვრებაში.

ამ კითხვაზე პასუხის გასარკვევად, თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო გამოკითხვა ჩაატარეს, სკოლამ კი აქტივობის ამსახველი ვიდეო 3 დეკემბერს, საკუთარი Facebook- ის გვერდზე გამოაქვეყნა.

„დაასრულე ფრაზა – მე რომ მასწავლებელი ვიყო..“, – ამ კითხვით მიმართავდა ინტერვიუერი მოსწავლე თანატოლებს.

აი, როგორი პასუხები გასცეს კითხვას 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:

„მოწავლეებს ქულებს ცოტას მოვუმატებდი და არ დავუწერდი დაბალ შეფასებას“; „მაშინ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვიქნებოდი“; „შევცვლიდი გარემოს და უფრო გავახარებდი ბავშვებს“; „ნაკლებ ტრადიციულ დავალებას მივცემდი მოსწავლეებს“; „გავამრავალფეროვნებდი გაკვეთილებს“; „კვირაში ერთხელ განტვირთვის გაკვეთილს ჩავატარებდი“; „ძალიან სახალისო, ჯგუფურ გაკვეთილებს ჩავატარებდი“; „ჩემი ყველა გაკვეთილი „თავისუფალი გაკვეთილი“ იქნებოდა“, – ამბობდნენ მოსწავლეები გამოკითხვაში.

იხილეთ ვიდეო

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში