21 თებერვალი, 2024 11:49
მეათეკლასელებმა ბოთლის თავსახურებით ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამე” შექმნეს
თბილისის 46-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოთლის თავსახურებით ვინსენტ ვან გოგის ნახატი “ვარსკვლავებიანი ღამე” შექმნეს, – ამის ამსახველ ფოტოებს სკოლა საკუთარი „facebook“-ის გვერდზე 21 თებერვალს ავრცელებს.
სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უყვებიან, რომ აქტივობა პროექტული სწავლების ფარგლებში განხორციელდა და ბოთლის თავსახურების შეგროვებაში ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
რაც შეეხება პროექტის მიზანს: “პროექტის მიზანია დავფიქრდეთ და სხვასაც მოვუწოდოთ პოლიეთილენის და სხვა გარემოსათვის საფრთხის შემცველი მასალის მეორად გამოყენებაზე. პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენი მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ შემოქმედებითი აზროვნება და კრეატიულობა“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები



