მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი კურსდამთავრებულებისთვის სიურპრიზის მოწყობას გეგმავს
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი კურსდამთავრებულებისთვის სიურპრიზის მოწყობას გეგმავს, თუმცა როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, ამისთვის შესაბამისი დროის შერჩევაა საჭირო.
“ველოდები საგანგებო მდგომარეობის დასრულებას. როცა გაირკვევა რა რეგულაციები და შეზღუდვები დარჩება, იმის მიხედვით ვაპირებ კურსდამთავრებულებს სიურპრიზი მოვუწყოთ!”, – ამბობს სკოლის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე.
პანდემიის გამო მეთორმეტე კლასელებს “ბოლო ზარის” უჩვეულო მდგომარეობაში გატარება მოუწიათ. თუმცა სკოლებისა და მოსწავლეების უმეტესობა ალტერნატიულ გზებს მიმართა.
“ჩვენო მე-12 კლასელებო, ჩვენო დაფრთიანებულო მერცხლებო, წელს თქვენთვის ვერ დაირეკა ბოლო ზარი, მაგრამ ჩვენ პირველ ზარს დაკირეკავთ სექტემბერში. დიახ, აგიგუგუნებთ სკოლას, აგიფერადებთ ეზოს, გადაგიფენთ წითელ ხალიჩას და კიდევ გაივლით თეთრი პერანგებით. დიახ, არ იდარდოთ, უკეთესზე უკეთესად მოგეფერებით და გაგაცილებთ. მანამდე კი, უფლის წყალობით, ქვეყანა უნდა გადარჩეს კორონასგან. თქვენთვისსულ ღია იქნება სკოლა-პანსიონის კარი, თქვენ ხომ ამ კედლებში ლამაზი ბავშვობის ისტორია დატოვეთ, რომელიც ლამაზ მოგონებებად გექცევათ.
გზას დაგილოცავთ თქვენც. და ყველა სკოლადამთავრებულს შემდგომი ცოდნის ტაძრისკენ, აგსრულებოდეთ თქვენი მიზნები, წარმატებული და ნაყოფიერი სტუდენტობა გქონოდეთ და როგორც ყოველ ბოლო ზარზე, აქაც გეტყვით: ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეთ და სიყვარული მოძმეთა ვალად, თქვენი სამშობლო მარად გიყვარდეთ, თუკი გსურთ დარჩეთ ადამიანად”, – აღნიშნეს სკოლაში.