GE
19 მარტი, 2020 15:52

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიმართავს

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექცია ინტერნეტ-ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სკოლის დირექციის თქმით, იმ შემთხვევისათვის თუ სწავლა არ განახლდება პირველ აპრილს, სკოლა-პანსიონი ოფიციალურად გადავა დისტანციურ სწავლებაზე.

“იმ შემთხვევისათვის თუ სწავლა არ განახლდება პირველ აპრილს, სკოლა-პანსიონი ოფიციალურად გადადის ინტერნეტ-ონლაინ სწავლებაზე, რომლისთვისაც გამოვიყენებთ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ,,edupage”- პროგრამას.

იმისათვის რომ პროგრამაში მუშაობა იყოს მარტივი და ადვილად გასაგები, როგორც მასწავლებლებისთვის ისე მოსწავლეებისთვის, შეიქმნა რამოდენიმე ვიდეოგაკვეთილი სადაც კარგად არის ახსნილი თუ როგორ უნდა მოხდეს პროგრამაში ვიდეო თუ აუდიო გაკვეთილების მომზადება, ასევე მოსწავლეების ჩართულობა კითხვა-პასუხით, ტესტებზე მუშაობა და ბევრი სხვა საინტერესო გაკვეთილების მომზადება.

ასევე, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გამოვუგზავნით edupage-ში შესასვლელ პაროლებს, თუ გამოგზავნილი პაროლი გამოჩნდა თქვენთან ასეთი ფორმით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე შეცვლილი გაქვთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი თავდაპირველი პაროლი და თუ თქვენს მიერ შეცვლილი პაროლი აღარ გახსოვთ ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტოზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დახმარებისთვის სკოლის ადმინისტრატორს უნდა მიმართონ.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი