GE
17 აგვისტო, 2020 14:23

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი პედაგოგთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი პედაგოგთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გაცნობებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით 2020 წლის 15 სექტემბრიდან ხდება ა(ა)იპი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ლიკვიდაცია/ რეორგანიზაცია, რათა დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად დაფუძნდეს:

  1. წმიდა მეფე თამარის სახელობის გიმნაზია.
  2. წმიდა მეფე თამარის სახელობის სახელოვნებო სკოლა-პანსიონი.
  3. წმიდა მეფე თამარის სახელობის პროფესიული კოლეჯი.

აღნიშნული მოვლენის შესახებ თანამშრომლებს ოფიციალურად გაცნობებთ თქვენს პირად ელ.ფოსტაზე. ერთად ვილოცოთ მოახლოებული სიახლის კეთილად წარმართვისთვის. პატივისცემით დეკანოზი მირიან სამხარაძე.”

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი