მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი საპატრიარქოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლების შეხვედრას დაესწრო
ქ. ქუთაისში გაიმართა, საპატრიარქოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარესთან, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან (გამრეკელი). შეხვედრის თემა იყო: ,,დისტანციური სწავლების დადებითი და ურაყოფითი მხარეების განხილვა.
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონიდან შეხვედრაზე მივლინებული იყვნენ: ზოგადი განათლების მენეჯერი – მარიამ (მაყვალა) ანთაძე, დირექტორის თანაშემწე – იოსებ აფაქიძე და ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი – თორნიკე ნამორაძე.
სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავისი გამოცდილება ამ მიმართულებით, ვამოითქვა მოსაზრებები მომავალ წელს მოსალოდნელი დისტანციური სწავლების რეჟიმში მიმდიარეობისას ქმედითი ნაბიჯების გადაგმისა, თუმცა ყველას სურვული ცოცხალ რეჟიმში სწავლების განახლების სურვილია.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია