11 სექტემბერი, 2019 14:29
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სწავლას ნაწილობრივ დაუფინანსებს
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექციის გადაწყვეტილებითა და კეთილი ნებით, სოციალურად დაუცველის შეღავათით ისარგებლებს სათანადო სოციალური ქულების მქონე ოჯახიდან, საუკეთესო აკადემიური მოსწრების, თითოეულ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე.
გადასახადი მათთვის ახალი სასწავლო წლიდან, იქნება მთლიანი პაკეტის ნახევარი. დანარჩენს დაფარავს სკოლა-პანსიონი.
“შეგახსენებთ, რომ ერთი მოსწავლის სწავლის საფასური შეადგენს 3800 ლარს. აქედან: საქართველოს საპატრიარქო მოსწავლეს აფინანსებს 1500 ლარით, მოსწავლეს ვაუჩერი ეძლევა 300 ლარი, მშობელი იხდის 2000 ლარს”, – ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია