მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი: ვიმედოვნებთ, სადღეღამისო პანსიონის ფუნქციონირების შეწყვეტა არ მოგვიწევს
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა 2018 წლის გაწეული ხარჯების ნუსხა გამოაქვეყნა. 2018 წლის სკოლის გასახარჯი ბიუჯეტი შედგებოდა შემდეგი უწყებებების მიერ დარიცხული თანხებისგან: 560 000 ლარი იყო დაფინანსება საპატრიარქოდან, 145 000 ლარი მოსწავლის ვაუჩერი, 461 576 ლარი საკუთარი შემოსავალი /მშობელთა შემონატანი/, 390 000 ლარი ფინანსური დახმარება მთავრობიდან /განათლების სამინისტროდან/.
იმის გამო, რომ სკოლას მუდმივად აქვს დაფინანსების პრობლემა, მათ შევამცირეთ საწვავის, სანიტარულ ჰიგიენური, მედიკამენტების, საკანცელარიო, კომპიუტერული ტექნიკის შეძენის, სასკოლო, სპორტული და რბილი ინვენტარის, ბიბლიოთეკისათვის წიგნებისა და საბუნებისმეტყველო თვალსაჩინოების, მცირე სარემონტო სამუშაოების ხარჯები.
“სხვადასხვა მიმართულებით შემცირებულმა ხარჯებმა უარყოფითად იმოქმედა სასწავლო პროცესის ხარისხზე და სკოლა-პანსიონი დატოვა პროფესიონალ პედაგოგთა გარკვეულმა ნაწილმა. იმედი გვაქვს, საიუბილეო წელს (სკოლა-პანსიონი 10 წლისაა) იქნებ გადაწყდეს სკოლა-პანსიონის ფინანსური პრობლემები, რათა ახალი სასწავლო წლიდან არ მოგვიწიოს სადღეღამისო პანსიონის ფუნქციონირების შეწყვეტა”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია