4 ივნისი, 2019 12:56
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულები პატრიარქმა დალოცა
2019 წლის 30 მაისს, საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო და დალოცა წმიდა კეთილმმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და პედაგოგები.
შეხვედრას ესწრებოდა და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
კურსდამთავრებულებმა და მათმა მშობლებმა მადლობა გადაუხადეს მის უწმიდესობას მათზე გაწეული ზრუნვისათვის და ეროვნულ მოტივებზე შექმნილი მუსიკალურ – ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია



