9 ოქტომბერი, 2017 12:41
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები გრაკლიანის არქეოლოგიურ კომპლექსს ესტუმრნენ
2017 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მეათეკლასელები გრაკლიანის არქეოლოგიურ კომპლექსს ესტუმრნენ და ექსპედიციის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გათხრებში მიიღეს მონაწილეობა.
გზად მოსწავლეებმა წიწამურში, წმიდა ილია მართლის მემორიალი მოინახულეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
მოსწავლეებთან ერთად გრაკლიანში იმყოფებოდნენ: სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის თანაშემწე იოსებ აფაქიძე, კლასის ხელმძღვანელი თეა ქვრივიშვილი და ისტორიის მასწავლებელი თეა ხარაზიშვილი.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია



