3 ოქტომბერი, 2016 15:40
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მხატვარ, ილო პატაშურის, სახელოსნოს ესტუმრნენ
2016 წლის 1 ოქტომბერს სკოლა-პანსიონის ხელოვნების მიმართულების, სამხატვრო სტუდიის მოსწავლეები, პედაგოგ გაიოზ ზანდარაშვილთან ერთად, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ილო პატაშურის სახელოსნოს ესტუმრნენ. ბატონი ილო საინტერესო ფერწერული ტილოს ავტორია და ახალგაზრდა თაობის დიდი მეგობარია.
ილო პატაშურს მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ ადგილობრივ და საეთაშორისო გამოფენაში. მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ს, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მუზეუმებსა და გალერეებში.
წელს მხატვარს 75 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი მხატვარს მიულოცეს მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა, რომლემაც ისაუბრეს მხატვრის შემოქმედებაზე და დღეგრძელობა უსურვეს მას.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია