18 მარტი, 2019 11:38
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს სტუმრობდნენ
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მცხოვრებ მოსწავლეთა ერთი ჯგუფი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერა “ქეთო და კოტეს” პრემიერას დაესწრნენ.
“მადლობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოადგილეს ქალბატონ ეკატერინე გელაშვილს და მის მეუღლეს, ცნობილ ქართველ ბარიტონს მამუკა ლომიძეს თანადგომისათვის”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.