25 თებერვალი, 2020 15:20
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
2020 წლის 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ერთი ჯგუფი, ქართველი იუნკრების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, დირექტორთან და პედაგოგებთან ერთად კოჯორში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი. სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი იუნკრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. რუსეთ
საქართველოს ომისა და ქართველი გმირი იუნკრების თავგანწირული ბრძოლის შესახებ ისაუბრა სკოლა-პანსიონის ისტორიის პედაგოგმა დავით ფერაძემ. მოსწავლეებმა წაიკითხეს გმირებისადმი მიძღვნილი ლექსები და მემორიალთან გადაიღეს სამახსოვრო სურათები.