მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში – “საყვარელო მამულო”
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის მოსწავლეთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საპატრიარქოს მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში – “საყვარელო მამულო”, სადაც ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე საუბრობდა ბობოქარ მეცხრამეტე საუკუნის კორიფეებზე, ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე. საუბარმა, რომელიც უშუალო ვითარებაში მიმდინარეობდა, მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
შეხვედრა წარიმართა ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის “საგულისონი”-ს ინიციატივით (ხელმძღვანელი ქბ. ცისანა ქოჩეჩაშვილი). ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეები გრძელდება. მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ კლას გარეშე მუშაობის კორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი და პედაგოგი იოსებ აფაქიძე.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია