მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
2019 წლის 13 ოქტომბერს 30 წელი შესრულდა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან. ტრადიციისამებრ, მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პედაგოგთა ერთი ჯგუფი, მთაწმინდაზე, ხოლო მეორე ჯგუფი სოფელ ბორითში გაემგზავრა მერაბ კოსტავასადმი პატივის მისაგებად.
მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ეროვნული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა და გაიხსენა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის წლები საქართველოში და 1989 წლის 13 ოქტომბრის ტრაგიკული დღე.
მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გაიხსენეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანებმა, ასევე მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებმა: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ – ზვიად ძიძიგურმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა – კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის საკრებულოს წევრმა გია თავზარაშვილმა. სკოლა-პანსიონის ხალხურ საკრავთა ანსამბლმა “არსიანმა” /ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა და ალეკო ხიზანიშვილი/ შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები, ასევე საინტერესო მხატვრული პროგრამით წარსდგნენ სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია



