28 იანვარი, 2020 17:05
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა ახალი სასკოლო დაფები და კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა ახალი სასკოლო დაფები და კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განათლების სამინისტროს მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით, დეფიციტური ბიუჯეტის დიდი ნაწილის შევსება მოხდა.
“მადლობა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და განათლების სამინისტროს, ფინანსური დახმარებისათვის და 2019 წლის დეფიციტური ბიუჯეტის დიდი ნაწილის შევსებისთვის. გავეცით სახელფასო დავალიანება, დავფარეთ კომუნალური გადასახადები და სადღეღამისო პანსიონის ბავშვების კვების ხარჯები.
დაგეგმილი პროექტებიდან კი მხოლოდ სასკოლო დაფებისა /6000 ლ/ და კომპიუტერული ტექნიკის /10500 ლ/ შეძენა შევძელით.
იმედია, მიმდინარე წელს გადაწყდება ჩვენი სკოლა-პანსიონის სრულყოფილი დაფინანსების საკითხი”, – აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია