GE
27 მარტი, 2019 15:44

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს უმასპინძლა

2019 წლის 26 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ბიბლიოთეკაში გაიმართა მოსწავლეთა და პედაგოგთა შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილთან.

მამა გიორგიმ წაიკითხა ლექცია ღვთისა და სიყვარულის შესახებ და უპასუხა მოსწავლეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა სადღეღამისო პანსიონში ფორმატით – “ფინჯან ჩაისთან” ერთად. შეხვედრა თბილ გარემოში, გვიან საღამომდე გაგრძელდა და კიდევ ერთი საინტერესო დღე ჩაიწერა სკოლა-პანსიონის აღსაზრდელთა ცხოვრებაში.

შეხვედრები სასულიერო პირებთან და საზოგადო მოღვაწეებთან გრძელდება.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება