GE
30 ოქტომბერი, 2019 15:14

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროექტის „Skills4Jobs“ მე-2 ფაზის წარდგენის ღონისძიებაში

2019 წლის 29 ოქტომბერს მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პროფესიული სწავლების მიმართულებამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროექტის „Skills4Jobs“ მე-2 ფაზის წარდგენის ღონისძიებაში. რომელიც გლდანის პროფესიული განვითარების ცენტრში ჩატარდა.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილ იქნა სკოლა-პამსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრები.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქართული ეროვნული სამოსის ნამუშევრებმა ქსოვილსა და მინანქარში, აგრეთვე აბრეშუმის ნაწარმის გამოფენამ, რომელიც სკოლა-პანსიონში იქნა გამოყვანილი. აღსანიშნავია ის, რომ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი ერთადერთია საქართველოში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ქართული აბრეშუმის აღორძინებას.

პროექტში მონაწილეობას ღებულობდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში – მიხეილ ჩხენკელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში – კარლ ჰარცელი, ევროპის განათლების ფონდის დირექტორი – ჩეზარე ონესტინი, განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – თამილა ბარკალაია, ამავე სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი – მარინა ბეზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – გუგული მაღრაძე, ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი