მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღო
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექციამ საგანგებო სხდომა გამართა. შეხვედრაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:
1. იმ შემთხვევისათვის თუ სწავლა განახლდება პირველ აპრილს, გაცდენილი დღეების რაოდენობა იქნება 21, რომლის ანაზღაურება მოხდება ყოველ მომდევნო შაბათს, აგრეთვე ბრწყინვალე შვიდეულში და საზაფხულო არდადეგები 15 ივნისის ნაცვლად დაიწყება 24 ივნისიდან.
2. იმ შემთხვევისათვის თუ 1-ლ აპრილს ვერ განახლდება სწავლა, სკოლა გადავა დისტანციურ, ონლაინ სწავლებაზე, და ვინაიდან სკოლას ესაჭიროება მოსამზადებელი პერიოდი, 16-31 მარტი დაეთმობა ტექნიკურ და პროგრამულ სამუშაოებს და 1-ლ აპრილს დაიწყება ონლაინ სწავლება, არსებული გაკვეთილების ცხრილით.
3. მიეცათ დავალება აიტი სამსახურს და საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელებს 1-ლ აპრილამდე უზრუნველყონ ონლაინ სწავლებისთვის ტექნიკური და პროგრამული საკითხების სრულყოფილი მომზადება.
4. მიეცა დავალება ზოგადი განათლების მენეჯერს, კლასის ხელმძღვანელებისა და მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, უზრუნველყონ მოსწავლეებისა და მათი მშობლების მომზადება ონლაინ გაკვეთილების დაწყებისათვის.
5. მიეცა დავალება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, საიტისა და facebook გვერდის მეშვეობით 24-საათიან რეჟიმში წარმართოს მუშაობა, ინფორმაციის გავრცელების, მშობლებთან, მოსწავლეებთან, თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფისათვის.
6. მიეცა დავალება სამეურნეო მიმართულების მენეჯერს, სისტემატიურად უზრუნველყოს დეზინფექციისა და სანიტარულ ჰიგიენური სამუშაოების ჩატარება სკოლის მთელ ტერიტორიაზე.