GE
14 ივნისი, 2019 13:55

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა სპექტაკლი “ბოშები” წარმოადგინა

2019 წლის 12 ივნისს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის სცენაზე, გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის თეტრალური სტუდიის პრემიერა ნ. დუმბაძის “ბოშები”,

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია, თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი კობა სხილაძე. სპექტაკლის მხატვარია თათია ირემაშვილი, ქორეოგრაფი ვერა პირმისაშვილი, მუსიკალური გამფორმებელი კობა სხილაძე, ტექნიკური რეჟისორი თამთა ხარატიშვილი, მუსიკის წამყვანი ფარდინ მოლაშვილი, ადმინისტრატორ განმკარგულებელი ნანა /ციცინო/ ანთაძე.

როლებს ასრულებდნენ: პედაგოგები – რუსუდან რევაზიშვილი, მაყვალა ანთაძე, თათია ირემაშვილი, ნატალია მგალობლიშვილი, გოგიტა სოფრომაძე, სკოლის კურსდამთავრებულები, სტიდენტი გიორგი სამხარაძე, მოსწავლეები: თამაზ აბულაძე, სანდრო კილაძე, გიგა ხაღულაშვილი, მარიამ ახვლედიანი, ლიკა აბულაძე, მარიამ შარმანაშვილი, რუსუდან ლაღიძე, მარიამ ხარძიანი, ბარბარე შარმაზნიშვილი.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება