GE
24 მარტი, 2020 13:51

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დისტანციური სწავლება პირველი აპრილიდან დაიწყება

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დისტანციური სწავლება 1-ლი აპრილიდან დაიწყება – ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. წერილში ასევე მოცემულია რეკომენდაციები პედაგოგებისთვის, იმ შემთხვევაში თუ ისინი ვერ ახერხერხებენ გაკვეთილის ჩატარებას.

“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 13 მარტს, დირექციის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა დისტანციური სწავლების დაწყება 1-ლი აპრილიდან და დადგინდა მოსამზადებელი პერიოდი 16 მარტიდან 1-ლ აპრილამდე. ამ დროის განმავლობაში ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა დირექციის წევრებთან, კათედრის ხელმძღვანელებთან და საგნის პედაგოგებთან, ასევე მოსწავლეებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. პედაგოგთა და მოსწავლეთა უმრავლესობა მზადაა დისტანციური სწავლების დასაწყებად და მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ზოგადი განათლების მენეჯერთან და აიტი სამსახურის ხელმძღვანელთან, თორნიკე ნამორაძესთან.

დირექტორის ბრძანებით, შეიქმნა დისტანციური სწავლების წარმართვის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც 24 მარტს 11 საათზე გამართავს ონლაინ თათბირს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. პედაგოგებისათვის სასურველია დისტანციური სწავლება წარმართონ სახლიდან, თუ მათ ამის ტექნიკური საშუალება გააჩნიათ, ხოლო ვისაც არა აქვს ამის საშუალება სკოლა-პანსიონის დირექცია საგნის პედაგოგებს სთავაზობს მომსახურეობას, მათთვის მოსახერხებელი, დისტანცირებული, იზოლირებული, დაცული სივრციდან. /სკოლის საკლასო ოთახებში, სადაც ერთ საკლასო ოთახში იქნება 1 კომპიუტერი/.

თუ რომელიმე პედაგოგი რაღაც მიზეზის გამო ვერ ახერხებს, ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას, უნდა გვაცნობოთ სასწრაფოდ, რათა მოძიებულ იქნას რეზერვი პედაგოგი, რათა არ შეფერხდეს დისტანციური სწავლება! დირექცია თანადგომას გიცხადებთ და გპირდებათ ყველაფერს იზრუნებს, რათა შეუფერხებლად წარიმართოს დისტანციური სწავლება”, – აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი