12 დეკემბერი, 2018 17:25
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ შეხვედრა გამართა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ლექცია “ნარკოტიკები და დღევანდელობა, საფრთხეები და გამოწვევები”, რომელიც წაიკითხა ადიქციის კვლევისა და კონსულტირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა, პროფესორმა მარინა კაჭარავამ.
ლექციას დაესწრნენ პედაგოგები, უფროსი კლასის მოსწავლეები, დირექციის წევრები. ლექციის შემდეგ სტუმარმა უპასუხა პედაგოგთა და მოსწავლეთა შეკითხვებს.
სკოლის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისათვის, საინტერესო ლექციისათვის და აღნიშნა, რომ ასეთი საინტერესო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია



