GE
6 მარტი, 2019 11:01

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში თბილისის სასულიერო აკადემიის ფსიქოლოგიის პედაგოგთან შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 5 მარტს, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თბილისის სასულიერო აკადემიის ფსიქოლოგიის პედაგოგთან, დეკანოზ დავით ციცქიშვილთან.

მამა დავითმა პედაგოგებისა და უფროსკლასელთათვის წაიკითხა ლექცია “ნარკომანია, ცოდვა თუ დაავადება, ნარკომანია და ნარკომანიის ზეგავლენა ადამიანზე”.

ლექცია და კითხვა-პასუხი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და განსაზღვრულ რეგლამენტზე დიდხანს გაგრძელდა.

პარალელურ რეჟიმში სასკოლო ბიბლიოთეკაში მამა დავითის მეუღლე, ასევე ფსიქოლოგი ელენე /ლელა/არღვლიანი უმცროსკლასელებთან მართავდა საინტერესო შეხვედრას.

დასასრულს შეხვედრა გაგრძელდა სადღეღამისო პანსიონის მოსწავლეებთან ფინჯან ჩაისთან ერთად.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი