მეფე თამარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ
2019 წლის 10 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ.
მოსწალეებმა დაათვალიერეს ახლადგარემონტებული სხდომათა სასესიო დარბაზი, პირველი პარლამენტის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის დარბაზები. გაეცნენ დამოუკიდებლობის აქტსა და პირველ კონსტიტუციას. მოისმინეს ინფორმაცია 28 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმისა და ამავე წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. მოილოცეს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი და გაეცნენ ახალგაზრდა იუნკრების გმირულ ისტორიას.
პარლამენტში მეგზურობას გვიწევდა, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მანანა ბაკურაძე. სკოლა-პანსიონის დირექცია მადლობას მოახსენებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ზვიად ძიძიგურს საინტერესო და შინაარსიანი ტურნეს ორგანიზებისათვის.