GE
29 მაისი, 2019 14:01

მეფე თამარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

2019 წლის 26 – 28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა (თექა, ხის მხატვრული ნამუშევრები, ტიხრული მინანქარი, ეროვნული სამოსი, სახვითი ხელოვნება /ფერწერა).

გამოფენა მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 101 ე , მერაბ კოსტავას დაბადების 80, საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნების 28 და სკოლა-პანსიონის დაფუძნების 10 წლისთავს.

28 მაისს 18 საათზე გაიმართა გამოფენის პრეზენტაცია და საზეიმო დახურვა კონცერტის თანხლებით.

კონცერტში მონაწილეობდნენ და თავიანთ შემოქმედებას წარმოადგინეს:: ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურ საკრავთა ორკესტრმა, სკოლა-პანსიონის ზოგადი განათლების, პროფესიული სწავლების, სახელოვნებო ცენტრისა და სადღეღამისო პანსიონის მოსწავლეებმა.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება