30 ივლისი, 2019 14:37
მეფე თამარის სკოლა-პანსიონის წარმომადგენლებმა ტრენინგებში მიიღეს მონაწილეობა
2019 წლის 20-26 ივლისს, კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში”, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგების სერია, რომლის მიზანი იყო მასწავლებელთა ინფორმირება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების მიმართულებით და გიმნაზიებში ახალგაზრდული კლუბების შექმნის შესაძლებლობის შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სკოლა-პანსიონის ზოგადი განათლების მენეჯერმა, მარიამ /მაყვალა/ ანთაძემ და ინგლისური ენის პედაგოგმა გუგული ველიაძემ.