GE
15 მაისი, 2019 16:16

მეფე თამარის სკოლა-პანსიონში თამარობის დღესასწაული აღნიშნეს

2019 წლის 14 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა თამარობის სახალხო დღესასწაული.

დილით წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის ტაძარში საზეიმო, სადღესასწაულო წირვა აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.

წირვის შემდეგ მშენებარე ეკლესიასთან ჩატარდა წმიდა მეფე თამარის პარაკლისი. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა საზეიმო კონცერტი, სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეთა მონაწილეობით და სამხატვრო სტუდიის განახლებული აუდიტორიის პრეზენტაცია.

სახალხო დღესასწაულს ესწრებოგნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, საკრებულოს წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირვრლწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.

ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება