22 თებერვალი, 2024 12:26
მეორეკლასელების წერილი საყვარელ პერსონაჟს – „დიიიდი ნუნუ“-ს
„დიიიდი ნუნუ“ ასე ქვია, გიორგი ჭაუჭიძის მოთხრობას, რომელიც მეორეკლასელი გოგონას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე მოგვითხრობს.
წიგნის კითხვის კვირეულთან დაკავშირებით, თელავის პირველი საჯარო სკოლამ მეორეკლასელებისთვის, სწორედ ეს მოთხრობა შეარჩია.
“კითხვის პროცესში მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალება – წერილი მისწერეს მთავარ პერსონაჟს, გააკეთეს კომიქსები, დახატეს ავტორის პორტრეტი, დაახასიათეს, გამოძერწერს და დახატეს წიგნის პერსონაჟები და სხვ”, – ვკითხულობთ, თელავის პირველი საჯარო სკოლის მიერ „facebook“-ის გვერდზე 21 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ფოტოებით ირკვევა, მოსწავლეების აქტივობას დაესწრო თავად წიგნის ავტორიც.
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები



