GE
14 ნოემბერი, 2023 13:29

„მისი წიგნები რომ დავამწკრივოთ, დედამიწას სამჯერ შემოუვლის წრეს“ – მოსწავლეების ვიდეო გაკვეთილი საყვარელი მწერლის შესახებ

„პეპი გრძელი წინდა“, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, „მიო, ჩემო მიო“, „მაწანწალა რასმუსი“ -ეს იმ წიგნების მცირე ჩამონათვალია, რომელიც წარმოშობით შვედ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს ეკუთვნის. დღეს,14 ნოემბერს, სწორედ მისი დაბადების დღეა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები: ანი გოგინავა, ნინი ლეჟავა, ლიზი შეყილაძე და ანა ქომეთიანი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ ვიდეო გაკვეთილს ატარებენ და თანატოლებს მის შემოქმედებაზე უყვებიან.

„სხვათა შორის, შვედმა მწერალმა, 38 წლის ასაკში დაიწყო წერა. მისი წიგნები, ჯერ მის შვილებს, შემდეგ შვილიშვილებს ეძღვნებოდა. ამბობენ, რომ ასტრიდის წიგნები, რომ დავამწკრივოთ, დედამიწას სამჯერ შემოუვლის წრეს“, – უყვებიან თანატოლებს მოსწავლეები და სკოლის facebook-ის გვერდზე გაზიარებულ ვიდეო-გაკვეთილში საყვარელ წიგნებს განიხილავენ.

ვიდეო გაკვეთილი

საინტერესო ფაქტები და ინფორმაცია შვედი საბავშვო მწერლის შემოქმედებიდან იხილეთ ვიდეოში.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში